საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება ჟურნალ "აღმოსავლეთმცოდნეობის" მეცამეტე ნომრისთვის

ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი "აღმოსავლეთმცოდნეობა" აცხადებს მასალის მიღებას 2024 წლის, მეცამეტე, ნომრისთვის, რომელიც მიეძღვნება პროფ. თინა მარგველაშვილის ხსოვნას. 

ჟურნალში დასაბეჭდად შეიძლება წარმოდგენილი იყოს აღმოსავლეთმცოდნეობითი შინაარსის სამეცნიერო სტატია ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის, ან - სამეცნიერო თარგმანის რუბრიკებისთვის; ასევე, რეცენზია აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებზე.

ჟურნალის წესებთან სრული შესაბამისობით გაფორმებული მასალა (წესები იხ. თანდართულ ფაილში) არაუგვიანეს 2024 წლის 15 სექტემბრისა უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:   nino.ejibadze@tsu.ge

 

თარიღი: 23/02/2024